1. პროექტის სახელი: დიდაქტიკური თამაშობები მათემატიკის გაკვეთილზე დაწყებით კლასებში.
პროექტის მთავარი იდეა: თანამედროვე სკოლის ძირითადი მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს აზროვნების უნარი. აუცილებელია სწავლების პროცესში ყურადღების ცენტრში დავაყენოთ მოსწავლეთა ინტელექტუალური განვითარება.
3. პროექტის სრული აღწერა: დიდაქტიკურ თამაშებს დიდი მნიშვნელობა აქვს შემეცნებითი ინტერესების აღქმის გონივრული განვითარებისათვის. თამაში უზარმაზარი ნათელი ფანჯარაა, საიდანაც ბავშვის სულიერ სამყაროში წარმოდგენათა და გარესამყაროს ცნებათა მაცოცხლებელი ნაკადი იღვრება თამაშის დროს ვლინდება პატარების ნიჭი, ფანტაზია, დაკვირვება დამოხერხებულობა. დიდაქტიკური თამაშები იგივე შრომაა, რომელიც ხშირად სერიოზული დაბრკოლებების გადალახვას მოითხოვს. თამაში დასვენების საუკეთესო საშუალებაა. იგიგანმუხტავს ბავშვის ნერვულ სისტემას და ჰგვრის მასკმაყოფილებას, ამიტომ თამაში უნდა ჩატარდეს გაკვეთილის იმ მომენტში ,როცა საჭიროა ბავშვის განმუხტვა. თამაში უნდა იყოს ხალისიანი, ბავშვებს ნაკლებად უნდა მიეცეთ შენიშვნები. მათემატიკის სწავლება პირველ კლასსი უნდა წარიმართოს თამაშ– თამაშით, რომ უფრო დავაინტერესოთ ბავშვები, მაგრამ არა ისე, რომ სწავლა
გართობად გადაიქცეს, უნდა ვეცადოთ, რომ თამაში იყოს ემოციური,ხალისიანი.
4 . მონაწილეთა ასაკი: 6–8 წელი.
5ვადები| ხანგრძლივობა: 2–3 თვე.
6.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები,რაც შეიძლება
შეიქმნას: დიდაქტიკური თამაშები ხელს უწყობს ყურადღების მობილიზებას, მაგ: შეეძლებათ დასახელებული რიცხვის შემდეგ დაასახელონ მომდევნო რიცხვი.
7.საჭირო რესურსები: ფერადი ქაღალდები, ჩხირები, გეომეტრიული ფიგურები.ციფრთსაწყობები.
8.ძირითადი აქტივობები: მასალები წარმოდგენილია სქემების,ცხრილების და ბარათების სახით.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა.
11. პროექტის ფასილიტატორი: ზ. ქავთარაძე.
12. ფასილიტატორის ელ– ფოსტა: kavtaradzezaira@gmail.com
5.
No comments:
Post a Comment